აშშ WHO-ს 2021 წლის 6 ივლისს დატოვებს. ამის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია იტყობინება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
აშშ-მ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გასვლამდე ყველა ის ფინანსური ვალდებულება უნდა დაფაროს, რომელიც მას ორგანიზაციის წინაშე 1948 წლის რეზოლუციის პირობებით აქვს აღებული.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და კონგრესს ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ ოფიციალურად შეატყობინა. ტრამპმა ეს გადაწყვეტილება მაისში, კორონავირუსის პანდემიის გამო ჩინეთთან შექმნილი დაძაბულობის ფონზე მიიღო.
ამასთანავე, დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მისი პრეზიდენტობის პირველივე დღეს აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას შეუერთდება.











