ახალგაზრდული ორგანიზაცია „იმოქმედეს“ ინიციატივით ბათუმში, აჭარის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს, კაფე „იმოქმედე“. როგორც „იმოქმედეს“ ერთ-ერთი წევრი გიორგი მიქელაძე აცხადებს, აქციაზე მყოფ ადამიანებს შეუძლიათ ყავა და ჩაი შეიძინონ, ან უფასოდ მიირთვან.
„რადგან მთელი საქართველოს მასშტაბით არის შეზღუდვები და ვართ თავისუფლების კვარტალში, შესაბამისად გადავწყვიტეთ ახალგაზრდებმა ჩვენი წვლილი რაღაც დოზით შეგვეტანა და გაგვეხსნა კაფე, სადაც დამზადდება ყავა, ჩაი და აქ მყოფ ადამიანებს შეეძლებათ შეძენა, ვისაც არ ექნება საშუალება, უფასოდ აღება. უფასოა, არაფერში ჩვენ ფულს არ ვიღებთ, გვიდგას ბოქსი, სადაც თითოეულ ადამიანს, ვინც გამოიყენებს, შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს თუ ექნება საშუალება, თუ არ ექნება, არც ეს არის პრობლემა. კაფეს გახსნის მთავარი მიზანი ის არის, რომ აქ მყოფ ადამიანებს მაქსიმალურად ვასიამოვნოთ და ახალგაზრდებმა ვაჩვენოთ ჩვენი გვერდით დგომა“,- განაცხადა გიორგი მიქელაძემ.
შეგახსენებთ, აჭარის მთავრობის შენობასთან 8 ნოემბრიდან 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს გაერთიანებული ოპოზიციის აქცია. დღეს აქციაზე ორი ადამიანი დააკავეს.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











