აჭარის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა ტატამი განათავსეს და აქციაზე მყოფი მოჭიდავეები ერთმანეთს ეჯიბრებიან. როგორც ისინი აცხადებენ, არა მხოლოდ ჭიდაობა, არამედ სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების ჩატარება იგეგმება.
„მეგობრებმა დავგეგმეთ ეს აქტივობა. მოჭიდავეებმა ჩამოიტანეს სოფელ ღორჯომიდან ტატამი. იცით ალბათ, რომ მოჭიდავეები, სპორტსმენები აქციაში მონაწილეობენ და აპროტესტებენ დღეს არსებულ უსამართლობას.
გაიმართება სხვადასხვა ღონისძიება. მათ შორის ჭიდაობა და მიიღებენ სპორტსმენები მონაწილეობას. აქციაზე ბევრი სპორტსმენია, მათ შორის ფირუზ წულუკიძე, ევროპის ჩემპიონი.
მხოლოდ ჭიდაობა არ იქნება, სხვადასხვა სპორტული ღონისძიება გაიმართება. აუცილებლად იქნება პრიზებიც.
დღითიდღე გვემატება ხალხი, მატულობს პროტესტის ტალღა მოსახლეობაში და ასე ვაპირებთ გაგრძელებას, სანამ ჩვენი მიზანი მიღწეული არ იქნება“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მინდია ადაძემ.











