ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტის, აშრაფ ღანის ძმა, ჰაშმათ ღანი რადიკალურ მოძრაობა „თალიბანს“ შეუერთდა. ამის შესახებ ინფორმაცია, „თალიბანის“ Twitter – ის გვერდზე გავრცელდა.
ცნობისთვის, 60 წლის ჰაშმათ ღანი 2002 წლიდან „კუჩის” (ავღანეთში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფი) უზენაეს საბჭოს თავმჯდომარეა.
ჰაშმათ ღანი ასევე ხელმძღვანელობს The Ghani Group-ს, რომელიც კერძო და სახელმწიფო კლიენტების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.











