არსებობს „სანდო მტკიცებულება“, რომ ავსტრალიის სპეცრაზმის წევრებმა ავღანეთის კონფლიქტის დროს 39 ადამიანი უკანონოდ მოკლეს. ამის შესახებ BBC წერს.
ავსტრალიის თავდაცვის ძალების გენერლის, ანგუს კემპბელის განცხადებით, გამოძიებამ ზოგიერთი ჯარისკაცის მხრიდან „სამარცხვინო საქციელი“ გამოავლინა. მისი თქმით, უკანონო მკვლელობაში სპეციალური საჰაერო სამსახურის 25 ჯარისკაცი მონაწილეობდა.
არსებული ინფორმაციით, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ ღანის დაურეკა და დასკვნებთან დაკავშირებით ღრმა მწუხარება გამოხატა.











