ვენაში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, ავსტრიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
ადგილობრივი დროით, შუადღეს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივს წუთიერი დუმილით მიაგებენ. სამთავრობო შენობებზე დაუშვებენ დროშებს.
შეგახსენებთ, რომ ვენაში თავდასხმა 2 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი სხვადასხვა ლოკაციაზე გახსნა, მათ შორის ერთი სინაგოგის მიმდებარე ტერიტორია იყო.











