აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის დროს დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
ამის შესახებ განცხადებას უწყება სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” ავრცელებს.
“საქართველოს ქალაქ ბათუმში შვიდსართულიანი შენობის ჩამონგრევის ამბავმა ძალიან დაგვამწუხრა. ვუსამძიმრებთ შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ დაშავებულებს. გამოვხატავთ სოლიდარობას მეგობრული საქართველოს მიმართ”, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.











