აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დღეს დილიდან მთიანი ყარაბაღის სამოქალაქო დასახლებებზე სარაკეტო-საარტილერიო შეტევა განაახლა.
მთიანი ყარაბაღის ინფორმაციით, ინტენსიურად იბომბება ქალაქ სტეპანაკერტისა და ქალაქ შუშის სამოქალაქო ინფრასტრუქტურები.
ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრის შემდეგ არ წყდება. სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა მოსკოვში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც ძალაში 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან შევიდა. მიუხედავად ამისა, სიტუაცია კვლავ დაძაბული რჩება და მხარეები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.











