აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 4 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 38 პაციენტი კი გარდაიცვალა.
მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბის ცნობით, აზერბაიჯანში დღე-ღამეში კორონავირუსისგან 1 985 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
პანდემიის დასაწყისიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 118 195 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 73 676 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 361 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.











