ბადრი ესებუას ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიცია გვიან ღამით დატოვეს. ისინი განყოფილებაში გამოკითხვაზე ინყოფებოდნენ, თუმცა მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. მათ შორის იყვნენ ბადრი ესებუას დეიდა და ბიძა, მანამდე კი მათ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის ოპერაცია ჩატარდა.
გვიან ღამემდე გრძელდებოდა ჩხრეკა კიდევ რამდენიმე ლოკაციაზე, სამართლადამცველები ბადრი ესებუას კვალს ეძებენ.
საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სამართალდამცავებმა სხვადასხვა ნივთმტკიცებები ამოიღეს, რომელიც მათ დალუქულ მდგომარეობაში ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში გადაიტანეს. სოფელ გრიგოლიშში ჩხრეკა დაახლოებით 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236, 323 და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.











