fbpx
03/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ბადრი ჯაფარიძე განმარტავს, რატომ მიემგზავრებიან „ლელოს“ წევრები ბრიუსელში 

13:05 აპრილი 17, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
805
ნახვა

„ლელო საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით ის, მამუკა ხაზარაძე და გრიგოლ გეგელია მოწვევით მიემგზავრებიან ბრიუსელში სადაც ევროპარლამენტარებთან ექნებათ შეხვედრა.

მისივე თქმით ისინი კიდევ ერთხელ იმსჯელებენ ქვეყანაში შექმნილ ვითარებებზე და კრიზისის გადაჭრის გზებზე.

„ჩვენი მოლაპარაკების მიზანი და საგანი შემდეგ კვირას ბრიუსელში იქნება ის, რომ ჩვენს მეგობრებთან ერთად კიდევ ერთხელ განვიხილოთ კრიზისიდან გამოსვლის გზები. ავუხსნათ, რატომ არ ვაწერთ ხელს იმ ფორმულირებას რომელიც ახლაა მისაღები „ქართული ოცნებისთვის“, რატომ გვსურს რიგგარეშე არჩევნების რეალურ მექანიზმზე შეთანხმება. რატომ გვსურს, რომ დასრულდეს პოლიტ პატიმრების თემა. მე ეჭვი არ მეპარება, რომ იქნება სრული ჰარმონია ამ თემებთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ და ჩვენს მეგობრებს ერთნაირი საქართველოს ნახვა გვინდა. ჩვენ გვინდა ზუსტად ისეთი საქართველო, როგორიც ჩვენს ნამდვილ მეგობრებს და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს“,- აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

ლელოს ლიდერების ბრუსელში ოფიციალური ვიზიტი ემთხვევა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალს.  გასათვალისწინებელია, რომ 28 აპრილს საქართველოში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა ვიზიტია დაგეგმილი.

„ჩვენ გვაქვს მუდმივი კონტაქტი ჩვენს პარტნიორებთან. მე, მამუკა ხაზარაძე და გრიგოლ გეგელია შემდეგ კვირას, მოწვევით მივდივართ ბრიუსელში სადაც შეხვედრა გვექნება ევროპარლამენტარებთან. ძალიან ბევრი შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი. ამ შეხვედრების დროს ჩვენ გვექნება საშუალება კვლავ ვიმსჯელოთ შექმნილ კრიზისულ  ვითარებაზე და ვიმსჯელებთ გამოსავლის გზებზე.

ჩვენი პარტნიორები სრულად არიან ინფორმირებულნი ოპოზიციის მიდგომებზე, ოპოზიციის განზრახვაზე, რომ ჩვენი ამოცანაა შედგეს პოლიტიკური შეთანხმება.

ასევე, ჩვენი ამოცანაა დარჩენილ ორ საკითხზეც მივაღწიოთ ისეთ ფორმულირებას, რომელიც არ იქნება ყალბი. იქნება რეალური და სამართლიანი ფორმულირება, ვგულისხმობ რიგგარეშე არჩევნებს, და რა თქმა უნდა, პოლიტიკური პატიმრები უნდა იყვნენ გარეთ. ეს არ არის სავაჭრო თემები. აქ ვაჭრობა გამორიცხულია. ყველა ამ საკითხზე ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან დეტალური საუბარი გვექნება.

თუ რაიმე არ არის მკაფიოდ, მკაცრად გაწერილი „ოცნება“ ყოველთვის შეეცდება თავი აარიდოს ვალდებულებების შესრულებას, ამიტომ პოლიტიკურ პატიმრებთან დაკავშირებით უნდა იყოს ძალიან მკაფიო მექანიზმი გაწერილი, რომელიც არ დაუტოვებს მანევრის საშუალებას.

რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, 40%-იანი ზღვარის დაწესება არ არის სამართლიანი შეთავაზება. ეს სრულიად არათანაბარ პოზიციებში აყენებს ოპოზიციას და ქართულ ოცნებას.

ჩვენი ამოცანა არ არის ყალბი მექანიზმის  ირგვლივ შეთანხმება, ჩვენ გვინდა ისეთი მექანიზმის ირგვლივ შეთანხმება, რომელიც იქნება სამართლიანი და ამაზე გვექნება დეტალური საუბარი ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან ბრუსელში.” – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ

თეგები: "ლელო - საქართველოსთვის"ბადრი ჯაფარიძემამუკა ხაზარაძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ქვეყანას რიგგარეშე არჩევნები სჭირდება – ბადრი ჯაფარიძე

ნოემბერი 26, 2021
797
პოლიტიკა

საქართველოში აშშ-ის სამხედრო ობიექტების განლაგება, თავისუფალი ვაჭრობა და ლუსტრაციის კანონის მიღება – მამუკა ხაზარაძის ინიციატივა

ნოემბერი 24, 2021
779
პოლიტიკა

წინააღმდეგობას გავაგრძელებთ, რომ არ დავუშვათ ქვეყნის ავტოკრატიულ უფსკრულში გადაჩეხვა – ბადრი ჯაფარიძე

ნოემბერი 17, 2021
797

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია