ბაჰრეინმა კორონავირუსის რუსული ვაქცინის, Sputnik V-ის საყოველთაო მოხმარების ნებართვა გასცა. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
ცნობისთვის, ქვეყანა Pfizer/BioNTech-ისა და Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინას უკვე იყენებს.
შეგახსენებთ, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით 109,604 ადამიანი დაინფიცირდა. ვირუსს 391 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 102,725-ს შეადგენს.











