ბაიდენის არჩევის შემთხვევაში საშობაო სეზონი გაუქმდება,- ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ნევადას შტატში მხარდამჭერებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
ინფორმაციას apnews-ი ავრცელებს.
„საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ჯო ბაიდენი ახალ შეზღუდვებს შემოიღებს, კარსონ სითი მოჩვენებების ქალაქს დაემსგავსება და საშობაო სეზონი გაუქმდება“,- აცხადებს ტრამპი.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება.











