fbpx
27/03/2023
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

Trump VS Biden – აშშ ახალი პრეზიდენტის მოლოდინში

00:02 სექტემბერი 22, 2020
წაკითხვის დრო:2 mins read
A A
0
1.1k
ნახვა

2020 წლის 3 ნოემბერი – აშშ-ში 59-ე საპრეზიდენტო არჩევნებია. ამერიკის მოსახლეობამ ქვეყნის ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიოს. პრეზიდენტის გარდა, ამერიკელი ამომრჩევლები 35 სენატორსა და 435 კონგრესმენს ირჩევენ.

ამერიკელები პრეზიდენტს არაპირდაპირი წესით ირჩევენ. კერძოდ, მრავალი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, აშშ-ს პოლიტიკურ სისტემაში  მხოლოდ ორი პარტია – რესპუბლიკელები და დემოკრატები დომინირებს. ამიტომ, საპრეზიდენტო კანდიდატები სწორედ ამ ორ პარტიას ეკუთვნიან.

 

2020 წლის არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის (ეფუძნება ამერიკულ კონსერვატიზმს) კანდიდატი იქნება დონალდ ტრამპი. ხოლო დემოკრატიულ პარტიის (მემარცხენე-ცენტრისტული) კანდიდატი  – ჯო ბაიდენი. შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა ბიულეტენში სწორედ ამ ორი კანდიდატის სახელი იქნება ჩაწერილი.

ვინ არიან ისინი, როგორია მათი საარჩევნო პროგრამა და რა გავლენა ექნება აშშ-ს რიგით 59-ე საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოზე,- ამ სტატიაში სწორედ აღნიშნულ საკითხებს მიმოვიხილავთ.

 

„თუ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში დარჩენისთვის  რვა წელს მივცემთ, ის ამ ერის ხასიათს სამუდამოდ შეცვლის. მე უბრალოდ ვერ დავდგები და ვერ ვუყურებ ამას“ -ჯო ბაიდენი

„ამერიკის საუკეთესო ვიცე-პრეზიდენტი“, „ამერიკის ისტორიის ლომი“,- სწორედ ამ სიტყვებით  დაახასიათა 2017 წელს ბარაკ ობამამ ჯო ბაიდენი.

ჯოზეფ რობინეტ „ჯო“ ბაიდენი უმცროსი – ამერიკელი პოლიტიკოსი გახლავთ. ყველაზე ხშირად პასუხი კითხვაზე ვინ არის ბაიდენი, შემდეგნაირია – აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი 2009-17 წლებში.

თუმცა, მისი პოლიტიკური კარიერა 47 წლის წინ, ვაშინგტონში, სენატორის პოსტით იწყება. ნაკლებად ცნობილი ფაქტია ისიც, რომ ბაიდენი პოლიტიკაში წასვლამდე ადვოკატად მუშაობდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბაიდენს პოლიტიკისადმი ინტერესი 1961 წლის ჯონ კენედის ინაუგურაციმ გაუღვიძა.

1973-დან 2009 წლამდე ჯო ბაიდენი დელავერის შტატის სენატორი გახლდათ. სენატში ყოფნის დროს, ბაიდენმა სახელი გაითქვა როგორც ერთ-ერთმა წამყვანმა საგარეო პოლიტიკის ექსპერტმა. ის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარედ რამდენიმე წლის განმავლობაში მსახურობდა.

2017 წელს ბარაკ ობამამ ბაიდენი „თანამემულეებისადმი რწმენისთვის, სიყვარულისა და სამშობლოს წინაშე გაწეული სამსახურისთვის, რომელიც თაობებს გადაეცემა“ თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით დააჯილდოვა.

ცნობისთვის, აღნიშნული მედალი სამოქალაქო პირებს აშშ-ის უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების დაცვაში, ასევე მსოფლიოსა და აშშ-ში საზოდაგადოებრივ–კულტურულ ცხოვრებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის გადაეცემათ.

ბაიდენი და საქართველო

ჯო ბაიდენს საქართველოს მიმართ მხარდაჭერა არაერთხელ გამოუცხადებია. ის ჩვენს ქვეყანას, სენატორის რანგში, უმძიმეს დღეებში ესტუმრა, ესტუმრა მაშინ, როცა თბილისთან იდგა რუსეთის ჯარი.

ასევე, 2009 წლის 22 ივლისს ჯერ კიდევ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის რანგში ჯო ბაიდენი საქართველოს ესტუმრა და განაცხადა, რომ „აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოსადმი კვლავაც გაგრძელდება“. მაშინ ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ  „საქართველოში დემოკრატიის მშენებლობის პროცესს მთელი მსოფლიო თვალს ადევნებს“.

„ჩვენ არ მივიჩნევთ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, ჩვენ არ ვაღიარებთ მათ როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს და მოვუწოდებთ რუსეთს, პატივი სცეს საერთაშორისო ვალდებულებებს, მკაფიოდ ჩამოყალიბებულს, მათ შორის – თქვენი ტერიტორიიდან ყველა შეიარაღებული ძალის გაყვანისა და ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულებას. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სწრაფვას ნატოსკენ და არ მიატოვებს მას“,- განაცხადა ბაიდენმა.

ამასთანავე, გასული წლის 16 თებერვალს ბაიდენმა მოდერატორის კითხვის პასუხად განაცხადა, რომ -NATO-ს პარტნიორებს, როგორებიც არიან საქართველო და უკრაინა მაქსიმალური მხარდაჭერა უნდა გამოუცხადონ, რათა რუსული გავლენების წინაშე უფრო ბრძოლისუნარიანი გახდნენ.

ცნობისთვის, მოდერატორი დაინტერესდა, თუ როგორ ხედავს ჯო ბაიდენი რუსეთთან ურთიერთობებში ბალანსს იმ დარღვევების გათვალისწინებით, რაც კრემლმა მათ შორის დონბასის ოკუპაციითა და საქართველოში შეჭრით განახორციელა.

როგორია მისი საარჩევნო პროგრამა

საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა ჯო ბაიდენისთვის სიახლეს სულაც არ წარმოადგენს. მას პირველი საპრეზიდენტო კამპანია 1987 წელს ჰქონდა. ახლანდელი კამპანია კი ბაიდენისთვის რიგით მესამეა.

მას შემდეგ, რაც ბაიდენმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა, აღნიშნა, რომ ის მხარს უჭერს ორ რამეს -„მუშებს, რომლებმაც ეს ქვეყანა ააშენეს“ და „იმ ღირებულებებს, რომლებსაც დანაყოფების გაერთიანება შეუძლიათ“.

COVID-19 – ბაიდენის გეგმა კორონავირუსის პანდემიასთან გასამკლავებლად შემდეგნაირია – უფასო ტესტირება ყველა ამერიკელისთვის. დაიქირაოს 100,000 ადამიანი კონტაქტების მოკვლევის ეროვნული პროგრამის შესაქმნელად. დახმარება ბიზნესს, სკოლების გახსნა, ანაზღაურებადი შვებულება ყველა კოვიდ ინფიცირებულ პირს და ასევე მათაც, ვინც ვირუსით ინფიცირებულს უვლის. არჩევის შემთხვევაში ის ღია სივრცეში პირბადის ტარებას სავალდებულოს გახდის.

პოლიციის რეფორმა  – ბოლო პერიოდში აშშ-ში მიმდინარე აქციების ფონზე, ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკაში რასიზმი კვლავ არსებობს და ამიტომ უმცირესობების მხარდასაჭერად აუცილებელია ეკონომიკური და სოციალური პროგრამების შექმნა. მისი პროგრამა უმცირესობებისთვის 30 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციის  ფონდის მეშვეობით ბიზნესმხარდაჭერის შექმნას ითვალისწინებს.

ბაიდენს ასევე სურს გაიზარდოს პოლიციის დაფინანსება, რათა მოხდეს ე.წ. სხეულის კამერების შეძენა და პოლიციას ჩაუტარდეს სპეციალური ტრენინგები, რათა შეიქმნას საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო მომსახურება. აღნიშნული პროგრამის შესაქმენლად ბაიდენი 300 მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავს.

კლიმატის კრიზისი – 2019 წლის ივნისში ბაიდენმა წარმოადგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც დაიხარჯებოდა  1,7 ტრილიონი დოლარი იმისთვის, რომ აშშ-ში 2050 წლისთვის მომხდარიყო სათბური გაზების ემისიების აღმოფხვრა. წინადადების ფარგლებში, ბაიდენი ითხოვს წიაღისეული საწვავის სუბსიდირების შეწყვეტასა და საზოგადოებრივ მიწებზე ახალი ნავთობისა და გაზის ათვისების შესახებ ნებართვის აკრძალვას.

ეკონომიკა – საშუალო კლასის გაძლიერება ბაიდენის კამპანიის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია. ის ხშირად ამბობს, რომ ქვეყანამ უნდა ააშენოს ეკონომიკა, რომელიც „დააჯილდოებს საქმეს და არა მხოლოდ სიმდიდრეს“. ბაიდენს სურს საათობრივი მუშაობისთვის მინიმუმ 15 დოლარიანი ანაზღაურების შემოღება, განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა (უფასო საზოგადოებრივი კოლეჯები).

2019 წლის ივლისში CNN– თან ინტერვიუში ბაიდენმა თქვა, რომ ის ინდივიდუალური საშემოსავლო გადასახადის მაჩვენებელს 39,5% –მდე გაზრდის, კორპორატიული გადასახადის განაკვეთს კი 21% –დან 28% –მდე.

განათლება – ბაიდენის მიერ შემოთავაზებული საგანმანათლებლო გეგმა ასეთია – გაიზარდოს დაბალშემოსავლიან რაიონებში სკოლების დაფინანსება, დახმარება სტუდენტური სესხების გადახდაზე, სკოლებში მომუშავე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების რაოდენობის ზრდა.

იარაღის გამოყენება – ბაიდენმა ჯერ კიდევ 2019 წლის აგვისტოში თქვა, რომ არჩევის შემთხვევაში ის ე.წ. თავდასხმის იარაღს (ცეცხლსასროლ იარაღს) აკრძალავს. 1990-იან წლებში ბაიდენმა აღნიშნა, რომ აშშ-ს  „იარაღთან დაკავშირებით უზარმაზარი პრობლემა აქვს“. მან ასევე CNN-ს განუცხადა, რომ მონაწილეობს მიიღებს ფედერალური იარაღის ყიდვის პროგრამაში, რათა ქუჩაში იარაღის გამოყენების შემთხვევები შემცირდეს.

ჯანდაცვა –  ბაიდენის გეგმის მიხედვით, ის გააფართოებს „ობამა ქეარს“ (საყოველთაო, ხელმისაწვდომი სამედიცინო დაზღვევის პაკეტი), რათა დაზღვევის პოლისები ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის.

იმიგრაცია – ბაიდენი საბუთების არ მქონე იმიგრანტების მოქალაქეობისკენ სწრაფვას მხარს უჭერს. ბაიდენმა აღნიშნა, რომ საბუთების არ მქონე იმიგრანტები, თუ მათ არანაირი კრიმინალური დანაშაული არ აქვთ ჩადენილი, დეპორტაციის საფრთხის წინაშე არ უნდა აღმოჩნდნენ.

 

„პირველი ორი წლის განმავლობაში ჩვენ უფრო მეტი რამ გავაკეთეთ, ვიდრე ნებისმიერმა ადმინისტრაციამ. ახლა უფრო დიდი რამეები მზადდება!.. გავხადოთ ამერიკა ისევ დიდებული“ – დონალდ ტრამპი

2016 წლის 8 ნოემბრის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე, რესპუბლიკელების მიერ წარდგენილმა ტრამპმა დემოკრატების კანდიდატი, ჰილარი კლინტონი დაამარცხა. სწორედ ასე მოგვევლინა დონალდ ჯონ ტრამპი  აშშ-ს 45-ე პრეზიდენტად.

თუმცა, პრეზიდენტობამდე მისი პოპულარობის მთავარი მიზეზი მისი ხასიათი, საჯაროობა, ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე განთავსებული 202 მეტრის სიმაღლის ცათამბჯენი „ტრამპ თაუერი“ და ტელევიზია NBC-ის რეალითი შოუ – „შეგირდი“იყო.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპი პოლიტიკაში პასიურად 1987 წლიდან ჩაერთო, როცა რესპუბლიკური პარტიის წევრი გახდა. 2 წლის შემდეგ, 1989 წელს ის დამოუკიდებელ კანდიდატად დარეგისტრირდა. 2000 წელს ის რეფორმის პარტიაში გადავიდა, 2001 წელს კი დემოკრატიულ პარტიაში. თუმცა, 2012 წელს კვლავ რესპუბლიკურ პარტიას დაუბრუნდა.

2015 წლის ივნისში, ტრამპმა საკუთარი თავი რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად წამოაყენა და სწრაფად იქცა პრეზიდენტობისთვის მებრძოლ რეალურ კანდიდატად თავისი პარტიიდან. 2016 წლის მაისში, მისმა რესპუბლიკელმა კონკურენტებმა თავიანთი კამპანია შეაჩერეს და უკვე ივლისში, ტრამპი 2016 წლი აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატად ოფიციალურად დასახელდა.

ტრამპი საკმაოდ ხმაურიანი ფიგურაა აშშ-ის ისტორიაში. დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში აშშ გავიდა პარიზის კლიმატური ცვლილების შეთანხმებიდან, აგრეთვე რუსეთთან/ სსრკ- თან 1987 წელს დადებული ბირთვული შეთანხმებიდან, მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრება სავაჭრო ომები, NATO-ს ბიუჯეტში აშშ-ის კონტრიბუციის შემცირება, ბრძოლა მექსიკასთან საზღვარზე კედლის აშენების მიზნით, მასშტაბური საგადასახადო რეფორმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსების შეჩერება, ბოლოდროინდელი დამოკიდებულებები ჩინეთთან და კიდევ სხვა მრავალი.

აღსანიშნავია ასევე ჯონ ბოლტონის წიგნი „თეთრი სახლის მემუარები“ და მერი ტრამპის წიგნი „ძალიან ბევრი და არასდროს საკმარისი: როგორ შექმნა ჩემმა ოჯახმა მსოფლიოს ყველაზე საშიში კაცი“, რომელმაც ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდი კიდევ უფრო ხმაურიანი გახადა.

დონალდ ტრამპი და საქართველო

„აშშ-ის ამჟამინდელი ლიდერი 2012 წელს – მაშინ ბიზნესმენის, უძრავი ქონების მაგნატის რანგში – საქართველოშიც არის ნამყოფი, ბათუმში 47-სართულიანი „ტრამპ ტაუერის“ მშენებლობის გეგმასთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ის ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა, თუმცა „ტრამპ ტაუერის“ გეგმა არ განხორციელებულა“.

„საქართველოში ვიზიტის დასრულებიდან მალევე, 2012 წლის მაისში, Fox News-ის ეთერში დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ ილაპარაკა საქართველოზე, ბათუმზე და იქ განსახორციელებელ ბიზნესგეგმებზე. მან თქვა:

„მე ვსტუმრობდი საქართველოს გასულ შაბათ-კვირას. უნდა ნახოთ, როგორ დაუჯერებლად ვითარდება ეს ადგილი. ეს ქვეყანა ადრე რუსეთის სატელიტი იყო, საბჭოთა კავშირის ნაწილი, შემდეგ გამოეყო და უნდა ნახოთ, ახლა რა ხდება. ყველაფერი ვითარდება, მაგრამ განსაკუთრებით ტურიზმი ყვავის. ისინი აშენებენ ქალაქ ბათუმს, რომელიც 4-5 წელიწადში მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მაგარ ადგილად იქცევა. მეც დიდი გეგმები მაქვს ამ ადგილას, იქაურობის განვითარების თვალსაზრისით. ვფიქრობ, ეს საოცარია“.

როგორია მისი საარჩევნო პროგრამა

პოლიციის რეფორმა – ტრამპმა ივნისში ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას პოლიციის რეფორმის შესახებ. აღნიშნული განკარგულება მიზნად ისახავს პოლიციის ქმედებების ეფექტურობის ამაღლებასა და ძალის გაუმართლებელი გამოყენების შემცირებას. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, აღმასრულებელი განკარგულება ფედერალური გრანტებისა და დაფინანსების გამოყოფას ითვალისწინებს ადგილობრივი პოლიციისთვის.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ პოლიციელებს აეკრძალებათ ე.წ. მახრჩობელა ილეთის გამოყენება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პოლიციელის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ განკარგულების თანახმად, მისი ადმინისტრაცია პოლიციის ნაკლებად მომაკვდინებელი იარაღით აღჭურვის შესაძლებლობას შეისწავლის.

კლიმატის კრიზისი –  არ აქვს შესაბამისი გეგმა. შეგახსენებთ, რომ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში აშშ გავიდა პარიზის კლიმატური ცვლილების შეთანხმებიდან. ეს იყო მესიჯი მთელი მსოფლიოსთვის,რომ აშშ კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ მიმართულ გლობალურ ბრძოლას არ გაუძღვებოდა. ტრამპმა გლობალურ დათმობას „ხუმრობა“ უწოდა.

ეკონომიკა – ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისთვის ტრამპი 2017 წლის საგადასახადო რეფორმას ასახელებს. მისი თქმით,  სახელფასო გადასახადების შემცირება ამერიკელებისთვის ხელფასის ზრდას შეუწყობს ხელს.ტრამპის კამპანია „თავს ესხმის“ გადასახადების ზრდის პოლიტიკას.

განათლება – კორონავირუსის პანდემიის გამო სასწავლო პროცესი ონლაინ რეჟიმზე გადავიდა. ტრამპის თქმით, ის ხელს შეუწყობს, რომ „ყველა მოქალაქეს შეეძლოს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით სარგებლობა“. ამისთვის იანვარში კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ  20 მილიარდი ღირებულების პროექტი დაამტკიცა. აგრეთვე, ტრამპმა პირობა დადო, რომ სტუდენტური სესხები თემას განიხილავს.

იარაღის გამოყენება – მისი პრეზიდენტობის პერიოდში მასობრივი სროლების ფონზე, ტრამპმა პირობა დადო, რომ იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით გარკვეულ ზომებს მიიღებს. თუმცა, დეტალები არ დაუკონკრეტებია.

ჯანდაცვა – ტრამპმა პირობა დადო, რომ „ობამა-ქეარს“ ნალებად ძვირადღირებული ჯანდაცვის სისტემით ჩაანაცვლებდა. თუმცა, კონკრეტული გეგმა არ შემოუთავაზებია.

იმიგრაცია – ტრამპმა  გაამკაცრა მიგრაციული პოლიტიკა. მკვეთრად შეამცირა იმიგრაცია და მოგზაურობა შეერთებულ შტატებში.

აშშ საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია. რა გავლენას მოახდენს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოზე? ამ კითხვით „პრაიმტაიმმა“ კონფლიქტოლოგ, ექსპერტს კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძეს მიმართა.

„ერთი შეხედვით აშშ-ს ადმინისტრაციის მიდგომები და დამოკიდებულება საქართველოს მიმართ არ უნდა შეიცვალოს. ეს არის დოქტრინის დონეზე. მაგრამ მეორე მხრივ, არსებობს პარალელური პოლიტიკური ნიუანსები, როდესაც ჩვენ ძალიან მყარი და გრანტირებული მხარდაჭერა გვჭირდება.

მაგალითად, ობამას რეჟიმის პირობებში, რუსეთთან მიმართებით მათი პოლიტიკა იყო უფრო მეტად ლმობიერი და დამთმობი.

აქედან გამომდინარე, 2008 წლის ომის შემდგომ ჩვენ ვერ მივიღეთ ის მორალური დახმარება, რაც შეიძლებოდა ამერიკის ადმინისტრაციას ჩვენ მიმართ გამოეჩინა. იგივე უკრაინის შემთხვევაში, კონფლიქტის საწყის ეტაპზე. ამერიკის მაშინდელი ადმინისტრაცია ბევრად უფრო დამთმობი იყო რუსეთის მიმართ, ვიდრე დღევანდელი ადმინისტრაცია. თვითონ ტრამპის პიროვნებამ და მისი ადმინისტრაციის დამოკიდებულებამ განაპირობა უფრო ხისტი პოლიტიკა რუსეთის მიმართ.

მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი ლაპარაკობს, რომ შეიძლება პუტინთან საუბარი და ა.შ. ქმედებაში ეს გამოიხატება ძალიან ხისტი ფორმებით. ამ ლოგიკიდან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ტიპის ლიდერი აშშ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელად. ხისტი რუსეთის მიმართ, რომელიც დათმობაზე არ მიდის. პლუს მისი ეკონომიკური პოლიტიკაა ჩვენთვის ძალიან საინტერესო და მნიშნელოვანი. ასევე, მისი სახელმწიფოებრივი მორალი.

ტრამპმა დააბრუნა ამერიკაში ის ფასეულობები, რომელიც იყო ამერიკის შემქმნელების დეკლარაციაში, იდეოლოგიაში. მიუხედავად იმისა, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაციის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ ზოგადად არ უნდა შეიცვალოს, მაინც მნიშვნელობა აქვს  რა ტიპის ლიდერია მის სათავეში და რა ტიპის მიდგომები აქვს. ტრამპი, ამ თვალსაზრისით, ჩვენთვის საინტერესო და მომგებიანია“,- განუცხადა „პრაიმტაიმს“ მამუკა არეშიძემ.

 ნინი ტაველიძე, PTN.GE

თეგები: დონალდ ტრამპიჯო ბაიდენი

დაკავშირებული სტატიები

მსოფლიო

ბაიდენი: პირდაპირი ვიყავი პუტინთან საუბრისას. მკაფიოდ ვუთხარი, თუ ის შეიჭრება უკრაინაში, ამას მოჰყვება მძიმე შედეგები, ისეთი ეკონომიკური შედეგი, როგორიც მას არასდროს უნახავს

დეკემბერი 9, 2021
875
მსოფლიო

ტრამპი ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის გამართულ ვიდეოსამიტს ეხმაურება

დეკემბერი 8, 2021
839
მსოფლიო

ტრამპი: ბაიდენი ვირუსის დამარცხებას აპირებდა, თუმცა ნაცვლად ამისა, ვირუსმა ის დაამარცხა

დეკემბერი 7, 2021
811

ბოლო განახლებები

როგორ დავნერგოთ უსაფრთხოების სისტემები?

ოქტომბერი 10, 2022
772

რა შესაძლებლობებს გვთავაზობს ლიბერთი ბანკი სოფლის მეურნეობის გასავითარებლად?

ოქტომბერი 1, 2022
775

აქსესუარების ფართო არჩევანი: სად შევიძინოთ ჩანთები და ბეჭდები?

სექტემბერი 29, 2022
779

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, როდესაც ბინის შეძენას გადავწყვეტთ?

სექტემბერი 27, 2022
783

სმარტ ტელევიზორის უსაზღვრო ფუნქციები

მაისი 24, 2022
835

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.1k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.3k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.4k

ბოლო სტატიები

როგორ დავნერგოთ უსაფრთხოების სისტემები?

ოქტომბერი 10, 2022

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია