ზუგდიდის საქართველოს ბანკის ფილიალიდან რამდენიმე წუთის წინ ერთი მოქალაქე გათავისუფლდა. იგი პოლიციამ უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა.
მას ამ წუთებში სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმები უწევენ პირველად დახმარებას, იგი სავარაუდოდ შეუძლოდაა. ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ, ბანკში შეჭრილმა პირმა გაათავისუფლა.
მანამდე კი თავდამსხმელმა კიდევ ორი მძევალი, მათ შორის ასაკოვანი ქალი და ორსული ბანკის შენობიდან გაუშვა. თავდამსხმელი 500 ათას დოლარს და უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს.
თავდამსხმელს ბანკში 19 ადამიანი მძევლად ჰყავს აყვანილი. იგი ითხოვს ნახევარ მილიონ დოლარს.
როგორც ადგილიდან “პრაიმტაიმის” ჟურნალისტი იტყობინება, თავდამსხელები 4 ხელყუმბარითა და ტანსკსაწინააღმდეგო და ცეცხლსასროლი ირაღით არიან შეირაღებული.
“პრაიმტაიმი” მათ შესახებ დამატებით ინფორმაციას განახლებულ რეჟიმში მოგაწვდით.
ავტორი: თეა შონია
ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ზუგდიდში, ბანკში შეჭრილი თავდამსხმელების შესახებ ვიცით











