ბანკზე თავდამსხმელი მძევლების დახოცვით იმუქრება. თავდამსხმელმა „მთავარ არხთან“ პირდაპირი ჩართვის დროს თქვა, რომ თუ არ მოხდება პირობების შესრულება, იგი მძევლების დახოცვას დაიწყებს.
თავდამსხმელმა პოლიციას 2 საათი მისცა.
თავდამსხმელს ბანკში 19 ადამიანი მძევლად ჰყავს აყვანილი. იგი ითხოვს ნახევარ მილიონ დოლარს.
როგორც ადგილიდან “პრაიმტაიმის” ჟურნალისტი იტყობინება, თავდამსხელები 4 ხელყუმბარითა და ტანსკსაწინააღმდეგო და ცეცხლსასროლი ირაღით არიან შეირაღებული.
“პრაიმტაიმი” მათ შესახებ დამატებით ინფორმაციას განახლებულ რეჟიმში მოგაწვდით.
ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ზუგდიდში, ბანკში შეჭრილი თავდამსხმელების შესახებ ვიცით











