სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ალ ასადი და მისი მეუღლე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ.
ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ადგილობრივ მედიაზე, SANA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
„კარანტინისა და კოვიდის ტესტზე უარყოფით პასუხის შემდეგ, ბაშარ ალ ასადი და მისი მეუღლე მუშაობის ჩვეულ რიტმს დაუბრუნდნენ“,- წერს გამოცემა.











