ხმაური და დაპირისპირება იყო ბათუმის 79-ე საოლქო-საარჩევნო კომისიასთან, სადაც „მოძრაობა „ალტერნატივამ“ ე.წ სირცხვილის კორიდორი მოაწყო. ისინი საუბნო კომისიების წარმომადგენლებს „მონებო“, „მოღალატეებოს“ შეძახილებით ხვდებოდნენ.
როგორც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი კოტე ანანიაშვილი აცხადებს, აქციის მონაწილეები პოლიციის მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, არ იცავდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და არ ემორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას.
პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავა, მათ შორის „ალტერნატივას“ ხელმძღვანელი ხათუნა ბერიძე.











