აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით ბათუმის სათნოების სახლის ბენეფიციარებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
დღეს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით მოხუცთა სათნოების სახლში გაიმართა აქცია, რომელშიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა ვიწრო სპეციალისტი ექიმები, კერძოდ, ქირურგი, ჩირქოვანი ქირურგი, ყელ-ყურ-ხვირის სპეციალისტი, ექოსკოპისტი. პანდემიის ფონზე სათნოების სახლის ბენეფიციაერებში დაავადებათა გავრცელების პრევენციის მიზნით საჭიროდ ჩაითვალა სამედიცინო გამოკვლევების ორგანიზება.
სათნოების სახლს ასევე გადაეცა შესაბამისი დანიშნულების სხვადასხვა საჭირო მედიკამენტების მარაგი.
მოხუცთა გამოკვლევების მიმდინარეობას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი აკვირდებოდა. მისი თქმით, აუცილებლობის შემთხვევაში სამედიცინო კვლევები პერიოდულად განმეორდება.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











