ბათუმში, ლერმონტოვისა და გორგილაძის ქუჩების კვეთაზე მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ამ ეტაპზე უცნობია თანხა არის თუ არა წაღებული. თვითმხილველების ინფორმაციით, დილით აპარატი გატეხილი დახვდათ.
„ღამით გაუტეხიათ, როგორც ამბობენ, რადგან დილით შეამჩნიეს და პოლიციაში დარეკეს. არის თუ არა თანხა წაღებული ვერ გეტყვით, დეტალები არ ვიცით“ – აცხადებს მიმდებარე ტერიტორიაზე დასაქმებული.
შს სამინისტროს ინფორმაციით ფაქტზე გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.
დანაშაულში მხილებულია ორი პირი.











