ბათუმში გორგილაძის ქუჩაზე მდებარე „რეფორმერფიტნესის“ ოფისში პოლიცია შევიდა და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. შენობის შესასვლელი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული და პოლიცია იცავს. ადგილზე გაერთიანებული ოპოზიციის წევრები და მოქალაქეები იმყოფებიან.
პოლიციასა და ოპოზიციის ლიდერებს შორის დაპირისპირებაა. ოპოზიციონერები ფიტნეს კლუბის დახურვას აპროტესტებენ და შესვლას ითხოვენ.
„ფიტნესკლუბი დანაშაული ყოფილა და ნარკოტიკი არა. ორი დღეა ამ კაცს დასდევენ. ოცნების შტაბში მივიდნენ, სადაც ნარკოტიკული თრობის ქვეშ არიან ახალგაზრდები?!. არა, ფიტნესკლუბში შევიდა ათობით პოლიციელი, სპეცოპერაცია მოაწყეს და ალბათ დაიჭერენ კიდეც მეპატრონეს. ესაა ივანიშვილის სამართალი“,- აცხადებენ ოპოზიციის ლიდერები.
შეგახსენებთ, ფიტნესკლუბი, შეზღუდვების მიუხედავად, მუშაობას აგრძელებს. ის 10 ათასი ლარით დააჯარიმეს.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











