ბათუმში დღეს დილით მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე საცხობი და სწრაფი კვების ობიექტი გაქურდეს. საცხობის მეპატრონეს ინფორმაციით, მოპარულია თანხა. როგორც შემთხვევის ადგილზე მყოფები აცხადებენ, გვერდით მდებარე საცხობის გატეხვასაც აპირებდნენ.
„როგორც ვიცით, ეს საცხობი რომ გატეხეს, მეორეს, გვერდით რომ მდებარეობს, იმას მიადგნენ. თუმცა ამ დროს მოსულა მეორე საცხობის მეპატრონე და ხელი შეუშალა, ამით გადარჩა გაქურდვას. თანხაა წაღებული, როგორც ვიცით, თუმცა რამდენი ვერ გეტყვით“, – აცხადებენ შემთხვევის ადგილზე მყოფები.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. „პრაიმტაიმნიუსი“ შსს -ში დეტალების გარკვევას ცდილობს.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











