ბათუმში შარაშიძის ქუჩაზე სავარაუდოდ, სასმელი წყლით მოწამლულთა რიცხვი გაიზარდა. ამ ეტაპზე ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში 14 ადამიანი მკურნალობს.
გუშინდელი მონაცემებით საავადმყოფოში გადაყვანილი იყო 9 პაციენტი. საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის განცხადებით, გვიან ღამით კიდევ 5 პაციენტი შეიყვანეს.
„მათ ისეთივე სიმპტომები აღენიშნებოდათ, როგორიც პირველ ეტაპზე შეყვანილ მოქალაქეებს. ” კლინიკაში მკურნალობას 14 პაციენტი გადის, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. ყველა მათგანისათ ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოგილებეჭია”- განაცხადა ინფექციყრი საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა დავით მურვანიძემ.











