ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყანაში პოლიციის მიერ ძალაუფლების გადამეტების არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, შესაბამისად ამ მიმართულებით გამოძიება არ მიმდინარეობს. ეს განცხადება მიხაილ ვავულომ გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს სხდომაზე გააკეთა.
ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ამ დროისთვის პოლიციის უკანონო ქმედების არც ერთი ფაქტი დაფიქსირებულა “, – განაცხადა მიხაილ ვავულომ.
შეგახსენებთ, რომ ბელარუსში ლუკაშენკოს გადაყენების მოთხოვნით დაწყებული გამოსვლები არ წყდება. ქვეყანაში საპროტესტო აქციების მეორე ტალღა 25 ოქტომბრიდან მას შემდეგ განახლდა, რაც ოპოზიციის მიერ ბელარუსის მთავრობისთვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა უშედეგოდ ამოიწურა.











