ამ ვირუსს ერთად დავამარცხებთ,- დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამის დაწყებას სოციალურ ქსელ Twitter-ზე გამოეხმაურა.
„დღეს გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. მადლობას ვუხდი ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურს, ყველა მეცნიერს, რომლებმაც ბევრი იმუშავეს ვაქცინის შესაქმნელად, ყველა მოხალისეს და თითოეულ იმ ადამიანს, ვინც სხვების დასაცავად წესებს იცავს. ამ ვირუსს ერთად დავამარცხებთ“, – წერს ჯონსონი.
Today the first vaccinations in the UK against COVID-19 begin. Thank you to our NHS, to all of the scientists who worked so hard to develop this vaccine, to all the volunteers – and to everyone who has been following the rules to protect others. We will beat this together. https://t.co/poOYG1vHQe
— Boris Johnson (@BorisJohnson) December 8, 2020











