დიდ ბრიტანეთში Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის ვაქცინა კიდევ ერთ პაციენტს, 81 წლის უილიამ შექსპირი გაუკეთეს.
„მეორე პაციენტი, რომელმაც კოვენტრის უნივერსიტეტში კოვიდის აცრა მიიღო, არ დაიჯერებთ და უილიამ შექსპირია უორვიკშირიდან“, – წერს BBC-ის კორესპონდენტი სოციალურ ქსელ Twitter-ზე.
ცნობისთვის, დღეს დიდ ბრიტანეთში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც Pfizer/BioNTech-ის მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა ფართო მოხმარებისთვის დაამტკიცა.
ნახეთ ვიდეო: მსოფლიოში პირველი ადამიანი, რომელმაც კოვიდის ვაქცინა გაიკეთა, 90 წლის ქალია
Second patient to get the COVID jab at University Hospital Coventry – would you believe it….William Shakespeare from Warwickshire pic.twitter.com/y0LzxgbJ9w
— Hugh Pym (@BBCHughPym) December 8, 2020











