ჩემი გზავნილი ნათელია: ჩაახშეთ, ჩაახშეთ, ჩაახშეთ ვირუსი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადჰანო გებრეიესუსი აცხადებს.
მისი თქმით, სკოლების გახსნა მნიშვნელოვანია და უსაფრთხოების უზრუნველყოფით უნდა მოხდეს.
„ჩვენ ყველას გვსურს სკოლების უსაფრთხოდ გახსნა, თუმცა ასევე უნდა დავრწმუნდეთ, რომ მოსწავლეები და პერსონალი უსაფრთხოდ იქნება. ამის საფუძველი საზოგადოებაში ვირუსის გადაცემის ადეკვატური კონტროლია. ჩემი გზავნილი ნათელია: ჩაახშეთ, ჩაახშეთ, ჩაახშეთ ვირუსი.
თუ ვირუსს ეფექტურად ჩავახშობთ, ჩვენ შეგვიძლია უსაფრთხოდ გავხსნათ ჩვენი საზოგადოებები“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.











