ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განცხადებით, არ არსებობს იმის ნიშნები, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტები ვაქცინის იმუნურ ეფექტზე გავლენას მოახდენენ.
ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„პანიკა საჭირო არ არის. მუტირებულ ვარიანტს, წინა მუტირებულ ვარიანტებთან შედარებით, დაავადების გამოწვევის კუთხით აშკარა ცვლილებები არ აქვს“, – განაცხადა ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის წარმომადგენელმა, სუ ვენბომ.
შეგახსენებთ, რომ კოვიდის ახალი ვარიანტი ჩინეთში 31 გამოვლინდა.
მიმოხილვა: რატომ მიიპყრო კოვიდის ახალმა შტამმა მეცნიერების ყურადღება – რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ











