„ჩვენ არ ვიცით, ჯანდაცვის სფეროში შემდეგი საგანგებო მდგომარეობა როგორი იქნება, თუმცა ვიცით, რომ იგი დადგება“,- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.
როგორც იგი ამბობს, ამისთვის მსოფლიო მზად უნდა იყოს.
„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ. მოკლევადიანი პირადი ინტერესი საქმეს არ წაადგება. ეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ძირითადი პრინციპია: მარტო არავის შეუძლია დაიცვას თავი ეპიდემიისგან და არცერთ ქვეყანას არ შეუძლია იმოქმედოს მარტო პანდემიის პირობებში“, – განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა.
LIVE: @TheGPMB #AWorldInDisorder report launch with @DrTedros. https://t.co/aG20LXtKzT
— World Health Organization (WHO) (@WHO) September 14, 2020











