fbpx
23/05/2022
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ჩვენ დღეს აქ არ ვდგავართ არც მანდატებისთვის, არც საპარლამენტო სკამებისთვის – ელენე ხოშტარია

15:49 ნოემბერი 8, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
804
ნახვა

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს მიმართა და განაცხადა, რომ ისინი აქ სკამების მოსაპოვებლად არ დგანან.

„ჩვენ ვდგავარ ადგილზე, სადაც 30 წლის წინ შეუპოვარი ბრძოლით, ერთიანობით, პრინციპულობით ჩვენმა თანამოქალაქეებმა გამოძერწეს, შეიძინეს და გადმოგვცეს თავისუფლება. თავისუფლება, რომლის გარეშე ჩვენი სახელმწიფო არ არსებობს. ამ თავისუფლების მთავარი აზრი არის ის, რომ ძალაუფლებას განსაზღვრავს ხალხის ნება, მოქალაქის ნება და არჩევანი, თავისუფალი საქართველოს მოქალაქე განსაზღვრავს ძალაუფლებას და არავინ სხვა. დღეს, სწორედ ეს 30-წლიანი მონაპოვარი, რომლის წინაშე ჩვენ ყველა სათითაოდ, მნიშვნელობა არ აქვს რა სტატუსის ვართ, განსხვავებულად ვფიქრობთ თუ არა, ამ მონაპოვარის წინაშე, რომ არ წაგვართვან თავისუფალი არჩევანი, ყველა პასუხისმგებელი ვართ, დღეს ეს თავისუფლება საფრთხეშია.

ჩვენ დღეს აქ არ ვდგავართ არც მანდატებისთვის, არც საპარლამენტო სკამებისთვის, არც რომელიმე კონკრეტული ჯგუფისთვის, ჩვენ აქ ვდგავართ თავისუფალი არჩევანისთვის, არჩევნებისთვის, რომელიც გადაწყვიტეს, რომ აიღონ და უცებ წაგვართვან. რაზეც ჩვენ ყველა, ამდენი ადამიანი ვეუბნებით არას. ვერ წაგვართმევთ. საქართველოს მართავს მოქალაქე, მოქალაქეების ნება და არავინ სხვა“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მისივე განცხადებით, არ არსებობს უსაფრთხოება, ჯანდაცვა, კოვიდის დამარცხება და განათლება თავისუფლების გარეშე.

„რისი იმედი აქვს ბიძინა ივანიშვილს, მას აქვს შუღლის, ჩვენი დაპირისპირების, უმოქმედობის და რეპრესიების იმედი. გუშინ კიდევ ორი პოლიტპატიმარი დაემატა, ივერს, ნატალიას და რურუას კიდევ დაამატეს პოლიტპატიმრები, ჩვენ შეგვიძლია მშვიდად გავაგრძელოთ ცხოვრება, როდესაც ეს ადამიანები არიან მძევლები ბიძინა ივანიშვილის. არ შეგვიძლია უმოქმედობა, არც ჩხუბს ვაპირებთ, არც შუღლს, ვაპირებთ ერთიანად, პრინციპულად, შეუპოვრად, ჩვენი მეგობრებისთვის, ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლას.

დღეს ბიძინა ივანიშვილი გვატყუებს, თითქოს ჩვენ გვაქვს არჩევანი უსაფრთხოებასა და თავისუფლებას შორის, თითქოს ჩვენი თავისუფლება ჯანდაცვის ხარჯზე გადის. არ არსებობს არც უსაფრთხოება, არც ჯანდაცვა, არც კოვიდის დამარცხება, არც განვითარება, არც განათლება, არანაირი პერსპექტივა თავისუფლების გარეშე, სწორედ ამიტომ, იმიტომ, რომ ეს პერსპექტივა ჩვენს შვილებს შევუქმნათ, ჩვენ მთელი საქართველო შევიკრიბეთ, აუცილებლად გამოვგლეჯთ ერთმანეთის მოფრთხილებით, ყველა წესის დაცვით გამოვგლეჯთ, სპეკულაციის საშუალებას არ მივცემთ და დავიბრუნებთ არჩევნებს“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

თეგები: ელენე ხოშტარია

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

სააკაშვილის ამ მდგომარეობაში ყოფნა იმათი შეურაცხყოფაა, ვინც მისი მმართველობის დროს დაიჩაგრა – ელენე ხოშტარია

დეკემბერი 7, 2021
789
საზოგადოება

ელენე ხოშტარია კლინიკიდან გაწერეს

ნოემბერი 27, 2021
814
მთავარი ამბავი

ელენე ხოშტარიას მდგომარეობაზე მთლიანად არის პასუხისმგებელი მიხეილ სააკაშვილი – ირაკლი კობახიძე 

ნოემბერი 19, 2021
994

ბოლო განახლებები

საჩუქრები, რომლებიც გვიან გაზაფხულს გაგვიფერადებს

მარტი 16, 2022
802

დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 19-ჯერ დაირღვა, დაიღუპა ერთი უკრაინელი სამხედრო – უკრაინული მედია

თებერვალი 19, 2022
817

13 288 ინფიცირება, 51 გარდაცვალება – ეპიდვითარება საქართველოში

თებერვალი 19, 2022
778

საქართველოში კოვიდინფიცირების 15 712 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

თებერვალი 13, 2022
778

დიმიტრი პესკოვის თქმით, 12 თებერვალს ვლადიმერ პუტინი და ჯო ბაიდენი სატელეფონო საუბარს გამართავენ

თებერვალი 12, 2022
773

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.2k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.3k

ბოლო სტატიები

საჩუქრები, რომლებიც გვიან გაზაფხულს გაგვიფერადებს

მარტი 16, 2022

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია