„ჩვენ ნებისმიერ დრო მზად ვართ დიალოგისთვის“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც სესიაშვილი აღნიშნავს, დიალოგის დროს ულტიმატუმით საუბარი არ უნდა იყოს.
„ხელისუფლებას და „ქართულ ოცნებას“ ძალინ ადეკვატური აღქმა აქვს იმისა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის პოლიტიკური სტაბილურობა და მოქალაქეების უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ჩვენ ნებისმიერ დროს, მზად ვართ დიალოგისთვის. დიალოგის ფორმაში არ უნდა იყოს ულტიმატუმით საუბარი. ის რომ წააგეს ეს ფაქტია. ასეთი დიალოგისთვის ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველთვის მზად ვართ. მაგრამ არა იმ დიალოგისთვის, რომ ხალხის გადაწყვეტილება რაიმე ფორმით შეიცვალოს“,- განაცხადა სესიაშვილმა.
ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები დღეს რუსთაველზე ისევ იკრიბებიან.
არასამთავრობო ორგანიზაციები მმართველ პარტიასა და ოპოზიციაას მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს.
ცესკოთან განვითარებულ მოვლენებზე ყველა ინფორმაცია და ვიდეო ნახეთ აქ











