„ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადება გულისხმობდა იმას, რომ ის პარლამენტში შევიდოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ნაბიჯს “ნაციონალური მოძრაობაც” გადადგამდა“, – ამის შესახებ “ღამის კურიერის” ეთერში, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე აცხადებს.
„ჩვენი გზები გაყოფილია, მე ცალკე ვმოძრაობ ახლა. ეს ვახტანგ მეგრელიშვილის პოზიციაა, რომელიც ასევე თვლის, რომ ის “გირჩია.” ზუსტად თავს ვერ დავდებ, მაგრამ ალბათ გულისხმობდა იმას, რომ შესაძლებელია მოლაპარაკების მაგიდაზე “ქართულ ოცნებასთან” მიღწეული იყოს ისეთი ტიპის შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს მნიშვნელოვან დათმობას ხელისუფლების მხრიდან, რომელსაც ალბათ სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა და “ნაციონალური მოძრაობა” შევა და საკონსტიტუციო ცვლილებებს განახორციელებენ ერთად,” – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ვახტანგ მეგრელიშვილი: ჩვენ გვინდა, რომ პარლამენტში შევიდეთ, ოღონდ, პარლამენტში უნდა იყოს ოპოზიციაც











