საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ანდრია ჯაღმაიძე, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
როგორც ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ეკლესიის მოწოდება მუდმივად სამოქალაქო სიმშვიდის შენარჩუნებაა.
„ჩვენი მოწოდება მუდმივად არის, რომ შევინარჩუნოთ სამოქალაქო მშვიდობა, მლოცველთა მშვიდობა. ჩვენი მოწოდება ყოველთვის არის, რომ იყოს შენარჩუნებული გარკვეული კორექტულობა ადამიანების ურთიერთობაში, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად განსხვავებულია მათი შეხედულებები, ამიტომ ეკლესიის როლი არის მუდმივად გამაერთიანებელი და მშვიდობისკენ მოწოდება“,- განაცხადა ჯაღმაიძემ.











