ქაბულის აეროპორტთან აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
ამ ეტაპზე სხვა დეტალები ჯერ უცნობია.
შეგახსენებთ, რომ დილით BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქაბულის აეროპორტი ტერორისტული თავდასხმის საფრთხის ქვეშ იყო.
თუმცა, არ დაუკონკრეტებია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის მიერ ან რა სახის ტერორისტული თავდასხმა იგეგმებოდა აეროპორტზე.











