85 წლის დალაი ლამამ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, ტიბეტელ ბუდისტთა სულიერმა ლიდერმა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ინდოეთის ქალაქ დჰარამსალას ჰოსპიტალში გაიკეთა.
აცრის შემდეგ მან ყველას მოუწოდა, რომ გაბედონ და გაიკეთონ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა.
„სერიოზული პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ეს ინექცია ძალიან, ძალიან სასარგებლოა”, – თქვა მან.
ამჟამად ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
ცნობისთვის, ამ დროისთვის ინდოეთში კორონავირუსის 11 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, 157 000 კი გარდაცვლილი პაიენტია. ინდოეთი კორონავირუსის საერთო რიცხოვნობით მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს.











