ევროკომისიამ კორონავირუსის საწინააღმდეგო Johnson & Johnson-ის ვაქცინა საბოლოოდ დაამტკიცა. ვაქცინის გამოყენება ევროკავშირის ქვეყნებში უკვე შესაძლებელია.
„მეტი უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინა ჩნდება ბაზარზე. ახლახანს ევროკავშირში „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინის გამოყენების ნებართვა გავეცით“, – დაწერა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ვონ დერ ლაიენმა.
მანამდე აღნიშნული პრეპარატი ევროპის წამლის სააგენტომ დაამტკიცა.
ვაქცინა სხვა დამტკიცებული ვაქცინებისგან იმით განსხვავდება, რომ აცრის მხოლოდ ერთი დოზაა საჭირო.
More safe and effective vaccines are coming to the market.
We have just authorised the use of Johnson & Johnson's vaccine in the EU, following @EMA_News' positive review.
With the number of doses we ordered, we could vaccinate up to 200 million people in the EU. pic.twitter.com/YsrcfF9ZE8
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) March 11, 2021











