“მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ ლევან იოსელიანის განცხადებით, კრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტი გამართული და “ორ ფეხზე მდგომია” და პოლიტიკურ პარტიებს უბრალოდ პასუხისმგებლობა არ აღმოაჩნდათ, რომ მასზე ხელი მოეწერათ.
“მე ვფიქრობ, რომ დოკუმენტი ორ ფეხზე მდგომი და გამართულია, სადაც საუბარია ქვეყნის ინსტიტუციურ რეფორმებზე, სასამართლოს რეფორმაზე და პროკურატურის რეფორმაზე. ეს ყველაფერი კი, ჩემთვის არ არის სიკოჭლის მანიშნებელი. გულდასაწყვეტია, რომ პოლიტიკურ პარტიებს არ აღმოაჩნდათ პასუხისმგებლობა, რომ თავიანთ ინტერესზე წინ, ქვეყნის ინტერესი დაეყენებინათ.”, – აცხადებს ლევან იოსელიანი.
ცნობისთვის, მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ ოპოზიცია შემოთავზებულ დოკუმენტს “კოჭლს” უწოდებდა.










