fbpx
26/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

დავით სონღულაშვილი – გურჯაანი უნდა იყოს ევროპული დონის მუნიციპალიტეტი

15:29 აგვისტო 14, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
766
ნახვა

„ქართული ოცნების“ გურჯაანის მერობის კანდიდატის ზურაბ უტიაშვილის წარდგენაზე საგარეჯოს, გურჯაანის, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა კახეთის რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, გურჯაანი უნდა იყოს ევროპის დონის მუნიციპალიტეტი, რის თქმის საფუძველს დეპუტატს იმ პროექტების განხორციელება აძლევს, რომლებიც რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს.

„ჩემთვის დიდი პატივია თქვენს წინაშე, კიდევ ერთხელ, გამოსვლა და იმ პროექტებზე საუბარი, რომელიც გურჯაანში ხორციელდება, რომელიც თითოეული თქვენგანის დამსახურებაა. არ შემიძლია, არ აღვნიშნო ახალგაზრდული საბჭოს წევრები, რომლებიც აქ შეგვეგებნენ და სწორედ ისინი არიან გურჯაანის მომავალი. მათი დამსახურებით შევძელით, რომ გურჯაანში რეგიონული ტექნოპარკი გაკეთდა, ამ პროექტს ჰქონდა დიდი მხარდაჭერა პრემიერის და „ქართული ოცნების“ მხრიდან. აქვე მინდა, აღვნიშნო ველისციხის პროექტი. ეს იქნება ერთ-ერთი მიზიდულობის ცენტრი და იმ ისტორიის გახსენება, რომელიც ველისციხეს ტრადიციულად მოყვება. ასევე, აღსანიშნავია ის მცირე მარნები, რომელიც გურჯაანს, როგორც მეღვინეობის ქალაქად, მეღვინეობის მუნიციპალიტეტად აყალიბებს. არც ერთ მუნიციპალიტეტს არა აქვს იმხელა სავენახე ფართობები, იმდენი მიკროზონები, როგორც გურჯაანს. შემოვლითი გზა, რომელიც ერთი უკვე გაკეთდა მეორე კეთდება, თბილისიდან კახეთის მიმართულებით ოთხზოლიანი ავტობანი, რომელიც უფრო დაახლოებს და გააქტიურებს აქაურობას, ეს ინფრასტრუქტურული პროექტები არის ერთ-ერთი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ გურჯაანი უნდა იყოს ევროპული დონის მუნიციპალიტეტი. ეს მხოლოდ და მხოლოდ თითოეული თქვენგანის მხარდაჭერით არის შესაძლებელი.

აქვე მინდა აღვნიშნო, გურჯაანის პარკი, მსგავსი პროექტების განხორციელება ახალ სიცოცხლეს შესძენს ამ ქალაქს, ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია, რომელიც ბატონი პრემიერის ინიციატივაა, მსგავსი პროექტები სულ სხვა იერს შესძენს გურჯაანს. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია.

ასევე, კულინარიის ცენტრის მშენებლობის პროექტი, რომელიც მსოფლიო დონის ცენტრია, რომლის მშენებლობაც უკვე იწყება და ეს იქნება ერთ-ერთი გამორჩეული განათლების ცენტრი არა მარტო აქაურობისთვის, მთელი ქვეყნისთვის. აქვე, მინდა აღვნიშნო, კეჯის ბორდოს მეღვინეობის უნივერსიტეტის თანხმობა, იმაზე, რომ კულინარიის ცენტრთან ერთად მეღვინეობა-მევენახეობის უმაღლესი სასწავლებელიც აქვე არსებობდეს და ძალიან დიდი მადლობა ბატონ ირაკლის ამის მხარდაჭერისთვის.

რა თქმა უნდა, ეს პროექტები, რაც ჩამოვთვალე, ყველაფერი არ არის, არ უნდა გავექცეთ იმ გამოწვევებს, რომელიც ყოველდღიურობაში გვაქვს. წყალი, რა თქმა უნდა, არის ერთ-ერთი გამოწვევა და დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული თქვენგანის მხარდაჭერით ამასაც ძალიან მალე გადავჭრით. ამ პროექტების განხორციელება მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებელია „ქართული ოცნების“, პრემიერის მხარდაჭერით. მადლობა მინდა გადავუხადო „ქართულ ოცნებას“ და პრემიერს ჩვენი რეგიონის მხარდაჭერისთვის“ – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

 

თეგები: დავით სონღულაშვილი

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

უნდა დავიჭიროთ ოქროს შუალედი სწრაფ აღდგენასა და შეზღუდვების მოხსნასთან მიმართებით – დავით სონღულაშვილი

მარტი 4, 2021
782
ეკონომიკა

მიუხედავად პანდემიის გამო გამოწვეული კრიზისისა, საქართველომ შეძლო და შეინარჩუნა სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე – დავით სონღულაშვილი

თებერვალი 14, 2021
798
პოლიტიკა

ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი კითხვების გარეშე დაგვიდგა მხარში – დავით სონღულაშვილი

დეკემბერი 28, 2020
1k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია