“არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შეზღუდვების სწრაფად მოხსნა შემთხვევების ზრდას გამოიწვევს. ცხადია, ეკონომიკა უფრო დიდი გამოწვევის წინაშე დადგება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით სონღულაშვილმა ჟურნალისტებს არსებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით განუცხადა.
„არასერიოზულია განცხადება, რომ რაიმე სახის პოლიტიკა დღეს კრიზისს ხელს უწყობს. კრიზისი არის გამოწვეული იმ ძალიან მძიმე მოცემულობიდან, რაც არის პანდემია.
რაც შეეხება შეზღუდვებს, რა თქმა უნდა, ნებისმიერი შეზღუდვის მოხსნა ხელს უწყობს ეკონომიკის სწრაფ აღდგენას. აქედან გამომდინარე, ჩვენ კარგად უნდა გავითავისოთ, უნდა მოვახდინოთ და დავიჭიროთ ძალიან სწორი შუალედი და ოქროს შუალედი სწრაფ აღდგენასა და შეზღუდვების მოხსნასთან მიმართებით.
დღეს, როდესაც დიდი ნაწილი შეზღუდვების მოიხსნა, უნდა ვნახოთ, როგორ ესკალაციას ტოვებს პანდემიის ნაწილში და ამის შემდეგ მივიღოთ შემდგომი გადაწყვეტილებები. ცალსახად იმის თქმა, რომ რაიმე ტიპის შეზღუდვა კომენდანტი იქნება თუ სხვა რამ, რა თქმა უნდა, ეკონომიკას ხელს უშლის, თუმცა სწორი გამოსავალი და სწრაფი ეკონომიკური აღდგენა არის მნიშვნელოვანი.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შეზღუდვების სწრაფად მოხსნა შემთხვევების ზრდას გამოიწვევს. ცხადია, ეკონომიკა უფრო დიდი გამოწვევის წინაშე დადგება. უნდა ვიყოთ თითოეული ჩვენგანი ფრთხილად და მაქსიმალურად უნდა გავითვალისწინოთ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები”, – განაცხადა სონღულაშვილი.











