„სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე უცვლელი დატოვა. მიუხედავად ქვეყანაში, პანდემიის გამო გამოწვეული კრიზისისა, საქართველომ შეძლო და შეინარჩუნა სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე. მსოფლიო ქვეყნების უმრავლესობის მაკროეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების ფონზე, ჩვენი წინა რეიტინგული შეფასების შენარჩუნება, ნიშნავს სარეიტინგო კომპანიის პოზიტიურ შეფასებას ჩვენი ქვეყნის მმართველობის ხარისხის, ბიზნესის კეთების სიმარტივისა და ბიზნესგარემოს მიმზიდველობის შესახებ”,- ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა განაცხადა
„ეს არის ქვეყნის ხელისუფლების მუშაობის დადებითი შეფასება კორონავირუსის პერიოდში მიმზიდველი ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შენარჩუნებისა და საგარეო შოკებისადმი მდგრადობის უზრუნველყოფისათვის.
Fitch-ის შეფასებით, სახელმწიფოში გატარებული თანამიმდევრული და სანდო პოლიტიკა უზრუნველყოფს ქვეყნის შედარებით მდგრადობას შოკების მიმართ, რაც მნიშვნელოვანი გზავნილია ინვესტორებისთვის, რომ საქართველოში ეკონომიკური ვითარება სტაბილური, ხოლო ბიზნეს გარემო – მიმზიდველია“, – განაცხადა სონღულაშვილმა.











