„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში არ შედის, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია შეავსო.
„ჩვენთვის ეს პარლამენტი არის პარლამენტი, სადაც არ შედის ოპოზიციის უმრავლესობა და ვართ მათ რიგებში, „ქართულმა ოცნებამ“ კანონდარღვევით არ გააუქმა მანდატები, ჩვენ ვართ დღეს დეპუტატები, ჩვენ შევავსეთ დეკლარაციები, ანუ მათი გადაწყვეტილებით უკანონო გადაწყვეტილებით, დღესაც ჩვენ შეგვიძლია ჩვენი მანდატი გამოვიყენოთ, არ ვიყენებთ ამ მანდატს, არ შევდივართ პარლამენტში, არ ვიღებთ ხელფასს და ვართ ბოიკოტის რეჟიმში… დეკლარაციას ავსებს მთელი ოპოზიცია, ჰკითხეთ, მე შევსებული მაქვს დეკლარაცია ეს არის კანონის მოთხოვნა და მე ვალდებული ვარ ” – აცხადებს ხათუნა სამნიძე „მთავარ არხთან“ საუბრისას.











