აზერბაიჯანში 14 დეკემბრიდან გამკაცრებული საკარანტინო ზომები ამოქმედდება. მკაცრი შეზღუდვები 2021 წლის 18 იანვრამდე გაგრძელდება. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
ყველა საცალო და კვების ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, ვალდებულია, მომხმარებელს მხოლოდ ინტერნეტით ან შეკვეთების სახლში გაგზავნით მოემსახუროს.
17 ქალაქი და რეგიონული ცენტრი, ბაქოს ჩათვლით, ჩაიკეტება.
შაბათ-კვირას საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად ჩერდება, მეტრო კი სრულად იკეტება.
დახურული ქალაქებისა და რეგიონული ცენტრების მაცხოვრებლებს ეკრძალებათ სახლიდან გასვლა განსაკუთრებული საჭიროების გარეშე.











