საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტი დღეიდან შაბათ-კვირასაც იმუშავებს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები 27 თებერვლიდან მგზავრებს ყოველდღე, ჩვეულ რეჟიმში მოემსახურებიან.
„უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად ტარდება. დეზინფექცია უტარდება, როგორც თბილისის მეტროსადგურებს, ასევე, მოძრავ შემადგენლობებსა და მუნიციპალურ ავტობუსებს“, – აცხადებენ მერიაში.
გამომდინარე იქიდან, რომ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა ძალაში რჩება, თბილისის მეტრო და ავტობუსები 21:00 საათამდე იმუშავებენ.











