დღეიდან საქართველოში მუნიციპალური ტრანსპორტი სრული მასშტაბით ამუშავდა.
თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი ამ დრომდე შეზღუდული იყო, აღდგა როგორც ავტობუსების, ისე მიკროავობუსების მოძრაობა. ამუშავდა დედაქალაქის მეტროც.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 21:00 საათამდე იმოძრავებს. შეზღუდვა კვლავ იმოქმედებს შაბათ-კვირას. ამასთან, ძალაში რჩება გადაადგილებაზე შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე.











