საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რესტორნები შიდა სივრცეებში მუშაობას, შაბათ-კვირის გარდა, დღეიდან განაახლებენ.
რესტორნებს შიდა სივრცეებში დადგენილი რეკომენდაციებისა და სტანდარტების დაცვა მოუწევთ, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან გაკონტროლდება.
შეზღუდვა კვლავ იმოქმედებს შაბათ-კვირას. ამასთან, ძალაში რჩება 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე შეზღუდვა.











