დღეს ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი დაიწყება. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
მკვლელობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე, 55 წლის ვადიმ კრასიკოვია დაკავებული. გერმანელი გამომძიებლები თვლიან, რომ მკვლელობა რუსეთის ან ჩეჩნეთის ხელისუფლების დაკვეთითაა შესრულებული.
შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობის მკვიდრი ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს.











