რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) სპეცდანაყოფ „ვიმპელის“ ყოფილი ოფიცერი რომან დემიანჩენკო ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში მონაწილეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას Bellingcat-ი, Der Spiegel-ი და The Insider-ი ავრცელებენ.
მათ მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგად ირკვევა, რომ 1980 წელს დაბადებული დემიანჩენკო ასევე ცნობილია „რომან დავიდოვისა“ და „რომან ნიკოლაევის“ სახელებით. მისი ნამდვილი სახელი ჟურნალისტებმა შენგენის ვიზისთვის „რომან დავიდოვის“ მიერ გადაღებული ფოტოს მეშვეობით დაადგინეს. ამ ვიზით დემიანჩენკო ევროკავშირში ხანგოშვილის მკვლელობამდე ორი კვირით ადრე ჩავიდა. „დავიდოვის“ ფოტო დემიანჩეკოს პირადობის დამადასტურებელ მოწმობაზე არსებული ფოტოს იდენტურია.
ცნობისთვის, პანკისის ხეობის მკვიდრი ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს.
ბერლინის პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით რუსეთის 48 წლის მოქალაქე დააკავა, რომლის ნამდვილი ვინაობაც დღემდე უცნობია.
Bellingcat-ი ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ის ვადიმ კრასიკოვია, რომელსაც რუსეთში ორი შეკვეთილი მკვლელობისთვის ეძებდნენ.











