ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდი დასრულდა. როგორც შეხვედრის შემდეგ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, შეხვედრა ძალიან სასარგებლო იყო.
„ჩვენ ვერ ვისაუბრებთ მოლაპარაკების შინაარსზე. დღეს იყო ძალიან სასარგებლო შეხვედრა. განსხვავებები რჩება. ვფიქრობ, რომ ეს დრო ჩვენ კარგად გამოვიყენეთ, თუმცა განსხვავებები რჩება. მოლაპარაკების პროცესის ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა აღვიჭურვოთ მოთმინებით. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, დღეს ოპოზიციასა და ხელისუფელაბს შორის მოლპარაკების მესამე რაუნდი გაიმართა.











