დღეს პარლამენტის პლენარულ სესიაზე დეპუტატები ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს კენჭს მეორედ უყრიან.
თანამდებობებზე დასამტკიცებლად მათ დეპუტატთა 90 ხმა დასჭირდებათ .
იმ შემთხვევაში, თუ ისინი კვლავ ვერ მოაგროვებენ საჭირო ხმებს, მომდევნო სესიაზ,ე ხმათა უმრავლესობით, 5 წლის ნაცვლად, 6 თვის ვადით იქნებიან არჩეულები.
კენჭისყრა უკვე ორჯერ ჩავარდა, რადგან ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებმა ხმათა ორი მესამედის მიღება ვერ შეძლეს.











