ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობისთვის შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება დღეს 2 საათიდან დაიწყება.
კანდიდატთა შესარჩევი კომისიის სხდომა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე გაიმართა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა, რომ 11 განაცხადიდან რვა გასაუბრების ეტაპზე გადავიდა, ხოლო წევრობის მსურველთა 17 განაცხადიდან -16.
მისივე თქმით, გასაუბრების პროცესი საქართველოს პირველი არხის ვებგვერდის პირდაპირ ეთერში გადაიცემა, რათა პროცესი უფრო გამჭვირვალე იყოს.











